სასწავლო პროექტი



1.      პროექტის სახელწოდება: ბჟუჟის ჰიდროელექტრო სადგურის  მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება.
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები რეალურად გაეცნობიან ჩვენი სოფლის სტრატეგიულ  ობიექტს.
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწაავლეების მიერ შესწავლილი იქნეს ელექტრო სადგურის მოქმედების პრინციპი,მისი ისტორია და ბამომუშავებული ენერგია.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ინტერვიუ აიღონ ელ–სადგურის თანამშრომლებიდან  ყველა საჭირო ინფორმაციის შესახებ. ანალიზი გაუკეთონ მოპოვებულ ინფორმაციას.შეაფასონ ყველა კრიტერიუმები. იმსჯელონ რამდენად მომგებიანია მისი არსებობა ჩვენი სოფლისათვის.
5.      მონაწილეთა ასაკი: მე –9 და მე–10 კლასის მოსწავლეები.
6.      ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პროექტის კეთების პერიოდში აწარმოებენ ჯგუფურ მუშაობას,იყენებენ ელქტროობაში შესწავლილ ცოდნას, ეცნობიან ჰიდრო–ელექტრო სადგურის მუშაობის პრინციპს, ადარებენ სხვა ელ–სადგურების მოქმედების პრიციპს (ატომური და თბოელექტრო) აწარმოებენ დისკუსიას: ეკოლოგიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი   ჰიდრო–ელექტრო სადგურის არსებობა. ყველაზე  მნიშვნელოვანი არის ის რომ მდინარე ბჟუჟზე არის რამდენიმე სადგურის აშენების პერსპექტიული გეგმა, რასაც ხელს უწყობს სოფლის რელიეფი. ამით ეცნობიან ქვეყნის პერსპექტიულ გეგმას, ეჩვევიან ინტერვიუს აღებას, ქცევის კულტურას.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი, სამუშაო რვეულები, საწერი კალმები.
9.      პროექტის მსვლელობა: შეიქმნა ჯგუფი (10 მოსწავლის შემადგენლობით) აქედან ორ მოსწავლეს დაევალა გადაეღო სურათები ღირშესანისნავი ადგილებისათვის. ოთხ მოსწავლეს დაევალა ინტერვიუს აღება ჰესის  თანამშრომლებისაგან. ოთხ მოსწავლეს  დაევალა თვალყური ედევნებია სამუშაოს მსვლელობისათვის უზრუნველყო ტექნიკური მხარე, გადაადგილების საშუალება და უსაფრთხოება.
10.  გამოვიყენე კავშირი გეოგრაფიასთან, მათმეტიკასთან.
11.  პროექტის  ხელმძღვანელი: ჯულიეტა ჯულაყიძე.
12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: j.julayidze7@gmail.com